ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ი ''პერუჯასთან'' მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. აღნიშნულ მატჩში კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა, ოსიმენთან გათამაშებული კომბინაცია ქართველის გოლით დასრულდა.

სტატიის სათაური ასეთია: ''კვარა'' ''ნაპოლიში'' ისევ სუპერია''.

Corriere dello sport: ''ფაბრიციო კასტორის ''პერუჯასთან'' შეხვედრაში ''ნაპოლიმ'' პირველ ტაიმში 2 გოლი შეაგდო. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც აანთო აუდიტორია ბრწყინვალე თამაშების სერიით. მე-5 წუთზე ხვიჩამ მეტოქის დაცვა მიზანში ამოიღო, ოსიმენთან ბურთი გაითამაშა და შევიდა სივრცეში, სადაც მყოფმა მეტოქის კარისკენ დაარტყა და ანგარიში გახსნა. ფორმულა გასაგებია, ოსიმენი ქმნის, კვარაცხელია იტანს. ''პერუჯასთან'' შოუ შედგა''.

მოგეხსენებათ, ''პერუჯასთან'' შეხვედრამდე კვარაცხელიამ ''ნაპოლის'' რიგებში სამოყვარულო კლუბ ''ანაუნესთან'' ითამაშა. „კვარამ“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 45 წუთი გაატარა, 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება ''პერუჯასთან'' ჩატარებულ მატჩს, კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა, მე-5 წუთზე გოლი გაიტანა, შესვენებისას კი მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ყველა მოთამაშე შეცვალა, რაც ამხანაგურ შეხვედრებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამხანაგური დაპირისპირება ნეაპოლურმა გუნდმა 4:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაშოუ გრძელდება - ხვიჩას მორიგი გოლი და ნაპოლის გამარჯვება
კვარაშოუ გრძელდება - ხვიჩას მორიგი გოლი და ნაპოლის გამარჯვება