ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მას ფენომენის გენი აქვს" - უცხოელი ქომაგები ხვიჩას მორიგ გოლზე

„პერუჯას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ ჩინებულ წარმოდგენას იტალიურ პრესასთან ერთად სოციალურ ქსელებში უცხოელი გულშემატკივრებიც გამოეხმაურნენ და ქართველი შემტევი სასიამოვნო ეპითეტებით შეამკეს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

„ხვიჩა კვარაცხელიას კალჩოს ერთ-ერთ აღმოჩენას უწოდებენ. ნაპოლის დიდი ფსონი, დიდ ქართველ მარგალიტზე“.

„21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემი განსაკუთრებული ინტერესი მოიპოვა. ნაპოლის მატჩების ყურებისას გირჩევთ მას მგრძნობიარე თვალებით უყუროთ“.

„კვარაცხელია პრესეზონზე ჩვენს გაოცებას განაგრძობს“.

„ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად დიდ დროს გავატარებთ სერია ა-ში. სრულიად სათაყვანებელი მოთამაშე“.

„და როგორ შემოდის ხაზებს შორის ეს ნა***ვარი ხვიჩა კვარაცხელია“.

„დღეს იტყვიან რომ ეს მხოლოდ პერუჯა იყო. რეალობა კი რომელიც ჯერ იტალიურმა ლიგამ არ იცის, მის ბრილიანტის ხელებშია. დროის საკითხი იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში ქარიშხალივით შეიჭრებოდა. მას ფენომენის გენი აქვს“.

„იწერება როგორც ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო იკითხება როგორც კრიშტიანუ რონალდუ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მისი ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ" - ანანიძემ კვარაცხელია დაიცვა