ბექა ღვინიაშვილი
Aa
Aa

ლამაზი იპონით - ბექა ღვინიაშვილის ოქროს მედალი ზაგრების გრან პრიზე

ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს, -90 კგ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალურ ორთაბრძოლაში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს დაუპირისპირდა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

ბექამ აქტიურად დაიწყო და მალევე ვაზარის აღება შეძლო. საწყისი წუთები მისი სცენარით მიმდინარეობდა.

მალევე ტემპს კიდევ მოუმატა და ლამაზი იპონიც შემოგვთავაზა. ღვინიაშვილი ოქროს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილმა ჯერ ჩეხეთის წარმომადგენელი კლამერი დაამარცხა, შემდეგ მერვედფინალში ბერძენი ცელიდისი, ხოლო მეოთხედფინალში დამიერს გაუსწორდა.

ბექამ ნახევარფინალში იაპონელ ნაგასავას საკმაოდ მძიმე ბრძოლაში აჯობა და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნაგასავამ აკრძალული ილეთი გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მისი ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ" - ანანიძემ კვარაცხელია დაიცვა