"მრავალფეროვნება და ტოლერანტობა", - ბაიერნი ლგბტ პრაიდის აქციას შეუერთდა
„ბაიერნმა“ და მისმა გულშემატკივრებმა მონაწილეობა მიიღეს ყოველწლიურ გეი აღლუმში გერმანიაში.
„რეკორდმაისტერმა“ მხარი დაუჭირა აღლუმში მონაწილე ლგბტ თაყვანისმცემლების გაერთიანებას. წინა ორი წლის განმავლობაში, კრისტოფერ ქუჩის დღე გაუქმდა კოროვირუსის გამო, მაგრამ შაბათს კვლავ ჩატარდა.
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„ბაიერნში შეუწყნარებლობის ადგილი არ არის, მოედანზე თუ მის გარეთ. ძალიან გვიხარია, რომ ქვიარ თაყვანისმცემლები გვყავს, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს. და ამის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ჩვენი კლუბის ისტორია აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტული სამყაროსთვის ბრძოლა“.
ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა დაწერა:
„მოხარული ვიყავი, რომ დავინახე ბაიერნის ამდენი თანამშრომელი და გულშემატკივარი, რომლებიც ქუჩებში მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას ჩვენს გულშემატკივართა ასოციაციის Queerpass Bayern-თან ერთად.
ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენს კლუბში ნამდვილად ცოცხლობს ისეთი ფასეულობები, როგორიცაა მრავალფეროვნება და ტოლერანტობა. ჩვენთვის ბაიერნში, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავს მისასალმებლად და დაფასებულად გრძნობს".