რომანომ დაადასტურა - ლისანდრო მარტინესი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს
ერიკ ტენ ჰაგი „აიაქსის“ პროდუქტს არ ეშვება. „იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი ხნის განმავლობაში სურდა ლისანდრო მარტინესის ყიდვა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა. 24 წლის უკანახაზელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს.
ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროზე ცოტა მეტია. ეს ყველაფერი კი ოფიციალურად სულ მალე გამოცხადდება. ლისანდრო მარტინესი „წითელ ეშმაკებთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ტენ ჰაგის მესამე ტრანსფერია. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აქამდე მალასია და ერიქსენი დაიმატა.
Lisandro Martínez deal, completed and signed also on player side with Manchester United. Five year deal confirmed. To be announced very soon, likely in the coming hours. ???????? #MUFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 17, 2022
Final fee, bit more than €55m plus add-ons. Third signing for ten Hag after Malacia & Eriksen. pic.twitter.com/R0lxelWmiv
მარტინესი „აიაქსში“
24 წლის მცველი ამსტერდამულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ლისანდრო მარტინესმა „აიაქსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 118-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.