ხვიჩა კვარაცხელია, პაულო დიბალა
Aa
Aa

დიბალა მალე აირჩევს - არგენტინელი შესაძლოა ხვიჩას გუნდელი გახდეს

პაულო დიბალას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა უგუნდოდ იმყოფება, კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტი აქვს - „ნაპოლი“ და „რომა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ „ლა ხოიას“ ბოლო დღეებში მხოლოდ ნეაპოლელები და რომაელები ეკონტაქტებიან.

თავად დიბალას რაც შეიძლება მალე სურს, რომ არჩევანი გააკეთოს, რადგან არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი მას უკვე ესაუბრა და აღნიშნა, რომ სწუხს მისი უგუნდოდ ყოფნის გამო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის პაულოს საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს და მისი ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„რომა“ დიბალას წლიურად 6-7 მილიონ ევროს ვერ გადაუხდის, ამიტომ რომაელებმა 4.5 მილიონი შესთავაზეს, რასაც საბონუსე სისტემა დაემატება.

რაც შეეხება „ნაპოლის“, ლუჩანო სპალეტის გუნდი დიბალას ფინანსურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და მისი გადაბირების უფრო მეტი შანსიც აქვს, რადგან გაისად ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

წყაროს ცნობით, მალე დიბალა არჩევანს გააკეთებს და შესაძლოა არგენტინელი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივერ კანი: რონალდუ მიყვარს, მაგრამ ახალი მისი შეძენა სწორი არ იქნება
ოლივერ კანი: რონალდუ მიყვარს, მაგრამ ახალი მისი შეძენა სწორი არ იქნება