ზაგრების გრან-პრი - ღვინიაშვილი და სულამანიძე ფინალში გავიდნენ
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს დელეგაციის ჯერი დადგა. -90 კგ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ჯერ ჩეხეთის წარმომადგენელი კლამერი დაამარცხა, შემდეგ მერვედფინალში ბერძენი ცელიდისი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში დამიერს გაუსწორდა.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იაპონელ ნაგასავას საკმაოდ მძიმე ბრძოლაში აჯობა და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნაგასავამ აკრძალული ილეთი გამოიყენა.
-100 კგ კატეგორიაში საქართველოს სახელით ილია სულამანიძეც ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში გრიგორი მინასკინი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ყაზახ ნურლიხან შარხანს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონელი მეტოქე "იპონით" დაამარცხა.
რაც შეეხება გელა ზაალიშვილის, ქართველი ფალავანი ნახევარფინალში გავიდა, სადაც, სამწუხაროდ ნიდერლანდელ სპაიკერსთან დამარცხდა.
ცნობისთვის, მეოთხედფინალში გელა ზაალიშვილი ორ გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდა და „იპონით“ დაამარცხა. ფინალური ბლოკი 19:00-დან დაიწყება.