გურამ გიორბელიძე, თორნიკე გაფრინდაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად - გიორბელიძე და გაფრინდაშვილი ზაგლებიეში გადავიდნენ

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ გურამ გიორბელიძე კარიერას პოლონეთში, კონკრეტულად კი  „ზაგლებიეში“ გააგრძელებდა. დღეს ეს ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, პოლონურ კლუბში კიდევ ერთი ქართველი თორნიკე გაფრინდაშვილი ითამაშებს, რომელიც აქამდე ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. 25 წლის ფეხბურთელმა „ზაგლებიესთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გიორბელიძემ გასული სეზონი „ვოლფსბერგერიდან“ იჯარის წესით დრესდენის „დინამოში“ გაატარა სადაც 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.

ბოლნისის „სიონისა“ და გორის „დილას“ ყოფილი მოთამაშე 2021 წლის აგვისტოდან „ვოლფსბერგერის“ საკუთრებაა. 2020-21 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში, თასსა და ევროპა ლიგაზე საერთო ჯამში 23 მატჩი ჩაატარა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მისი ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ" - ანანიძემ კვარაცხელია დაიცვა