მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია - ჩელსი კიმპემბესთვის იბრძვის
მას შემდეგ, რაც ტოდ ბოელმა „ჩელსი“ შეიძინა, კლუბი ხმაურიან ტრანსფერებს აკეთებს. „არისტოკრატებმა“ რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი გადაიბირეს. ლონდონელები ამაზე არ ჩერდებიან და დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პრესნელ კიმპემბეზე წერს. ვიგებთ, რომ „არისტოკრატები“ „პარი სენ ჟერმენთან“ პირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებენ.
ფრანგებმა დაახლოებით 65 მილიონი ევრო მოითხოვეს, თუმცა „ჩელსის“ თავდაპირველად 45 მილიონს იხდის. რომანოს თქმით, პრესნელი პარიზული კლუბის პროექტის ფუნდამენტური წევრია, მაგრამ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში ნასერ ალ-ხელაიფი საკუთარ ფეხბურთელს შეელევა. მოლაპარაკება კი აქტიურად მიმდინარეობს.
Chelsea and Paris Saint-Germain are in direct talks for Presnel Kimpembé deal. Initial request around €60/65m but Chelsea are prepared to submit €45/50m proposal. Work in progress. ???? #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 17, 2022
PSG consider Kimpembé part of the project - but he can leave in case of good proposal. pic.twitter.com/7pcV6YWD3q
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტოდ ბოელმა მატიას დე ლიხტის გადაბირება სცადა, მაგრამ ამაოდ.. „იუვენტუსი“ ჯერჯერობით ნიდერლანდელი უკანახაზელის გაყიდვას არ ჩქარობს და უფრო სარფიან წინადადებას ელოდება.
კიმპემბე „პარი სენ ჟერმენში“
26 წლის ცენტრალური მცველი ფრანგული კლუბის აკადემიის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. 2014 წლიდან დღემდე, კიმპემბემ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 220-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.