საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა
Aa
Aa

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა

დღეს, თბილისში 20-წლამდე საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონი დაიწყო, სადაც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად 81:65 დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელებს მხოლოდ პირველი მეოთხედი გაუჭირდათ. ავსტრიამ 20:14 გაიმარჯვა და თითქოს მატჩის სცენარი მათი უპირატესობით უნდა წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

მეორე მეოთხედი საქართველოს კარნახით წარიმართა და „ჩვენებურებმა“ 25:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე 39:33 დაფიქსირდა. გლიგორიევიჩის ნაკრები არც მესამე მეოთხედში გაჩერდა და დამაჯერებლად 24:14 გაიმარჯვა.

ბოლო მეოთხედის წინ, საქართველო დიდი უპირატესობით იგებდა და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ სალარიძე1 იყო, რომელმაც 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივლისს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინდიანამ დეანდრე ეიტონთან კონტრაქტი შეათანხმა - ახალი კონკურენტი გოგას?
ინდიანამ დეანდრე ეიტონთან კონტრაქტი შეათანხმა - ახალი კონკურენტი გოგას?