ზაგრების გრან პრი - გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
Aa
Aa

ზაგრების გრან პრი - გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე საქართველომ მესამე მედალი აიღო. დღეს, ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ბრაზილიელი გილერმო შმიდტ დაამარცხა.

ცნობისთვის, ტატომ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც დაიანჩ ომიროვს მარტივად გაუმკლავდა, მაგრამ მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ალფა უმარ დჟალოს ვერ აჯობა და „ვაზარით“ დამარცხდა. რეპეშაჟში 22 წლის ძიუდოისტმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტატომდე საქართველოს თითო მედალი ეთერ ლიპარტელიანმა(ვერცხლი) და გიორგი სარდალაშვილმა(ბრინჯაო) მოუტანეს.

ცნობისთვის, 17 ივლისს ზაგრების გრან პრიზე საქართველოს სახელით ილია სულამანიძე, სოფიო სომხშვილი, ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი იჭიდავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე იპონით მოგებული შეხვედრა - სარდალაშვილმა ბრინჯაო დაისაკუთრა
ბრწყინვალე იპონით მოგებული შეხვედრა - სარდალაშვილმა ბრინჯაო დაისაკუთრა