ხვიჩა კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

"მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა" - კობიაშვილმა ხვიჩა დაიცვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანიამ ხვიჩა კვარაცხელია იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა, თუმცა ეს მხოლოდ მისი აზრია. სანაიას ამ განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და გამონაკლისი არც ლევან კობიაშვილი გახლავთ, რომელმაც „ნაპოლის“ ახალი ფეხბურთელი დაიცვა.

რას წერს ლევან კობიაშვილი?

„ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.

არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას. ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებით გამოხატავენ პოზიციას. ხვიჩა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. სწორედ ამიტომ თამაშობდა ის საქართველოში და სწორედ ამიტომ გააგრძელა კარიერა იტალიაში, სადაც საქართველოს სახელს წამყვანი იტალიური კლუბის სახელით წარმოაჩენს.

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.

ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მშვიდი და თავმდაბალი ბიჭია, იტალიურის სწავლა დაიწყო
„მშვიდი და თავმდაბალი ბიჭია, იტალიურის სწავლა დაიწყო" - ხვიჩას აგენტის ინტერვიუ