MMA-სთან ინტეგრირებული საფეხბურთო სკოლა - ხაბიბის და ზეედორფის იდეა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი და ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდა კლარენს ზეედორფი კანადაში MMA-სთან ინტეგრირებულ საფეხბურთო სკოლას ხსნიან.
ხაბიბისა და ზეედორფის მიერ დაარსებულ სკოლას SK Performance club დაერქმევა. სკოლის მიზანია უზრუნველყოს პლატფორმა ბავშვებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ სპორტსმენები.
„მე და კლარენსს ერთნაირი იდეები გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ მომავალ თაობაზე ვიზრუნოთ. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებმა ტექნიკური და ცხოვრებისეული უნარები გააუმჯობესონ. იცხოვრონ ჯანსაღი წესით და მიაღწიონ უამრავ წარმატებას.
ჩვენი მისიაა, რომ მათ გავუზიაროთ ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ბავშვებთან მსოფლიოში. ამ ყველაფერმა გვინდა ხელი შეუწყოს ინტერკულტურულ ცოდნას, თანასწორობას, ინკლუზიურობასა და პატივისცემას, სპორტის გამოყენებით ხელი შეუწყოს იმ პოზიტიურ ზემოქმედებას, რაც ჩვენ გვსურს. ჩვენი მეგობრობა გადაიზარდა Seedorf Khabib Performance Club-ში და გვსურს, რომ ჩვენი ძმობა მსოფლიოსთვის შთაგონება იყოს.“
- ამბობს ხაბიბი