ოფიციალურად - გნაბრიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, ბევრი იწერებოდა, რომ გნაბრი „ბაიერნს“ დატოვებდა. გერმანელი ფეხბურთელი თვლიდა, რომ გუნდში საკმარისად მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდა და ამის გამო კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იკავებდა.
დღეს კი, „რეკორდმაისტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ სერჟმა ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
„ბევრს ვფიქრობდი, თუ რა მინდოდა, როგორც ფეხბურთელს მომავალ წლებში. მივედი დასკვნამდე - მინდა, რომ „ბაიერნში“ დავრჩე. ისევ მინდა მოვიგო და განვიცადე ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება. იმედი მაქვს, ამ ტურნირს ისევ მოვიგებთ, მაგრამ ახლა ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ.
ეს რაღაც განსაკუთრებულია, რადგან აქ ჩემს მეგობრებთან ერთად შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ამას, რა თქმა უნდა, არცერთ სხვა კლუბში არ განვიცდიდი. მინდა, რომ ისტორიულ მომენტებს „ბაიერნთან“ ერთად მივაღწიო და არა სხვა რომელიმე გუნდთან ერთად. ტიტულების მოგების შიმშილი აქ არასდროს ქრება.“
- განაცხადა გნაბრიმ
????️ @SergeGnabry: "Ich will mit dem Verein wieder alles gewinnen, wie vor zwei Jahren und dieses Gefühl auch wieder zurückholen und – das auch hier erleben.
— FC Bayern München (@FCBayern) July 16, 2022
Und nicht woanders." ❤️????#Gnabry2026 #MiaSanMia #FCBayern pic.twitter.com/yzJnteGzsR
გნაბრი „ბაიერნში“
27 წლის გერმანელი მიუნხენურ გრანდს 2017 წელს შეუერთდა, თუმცა უმალ „ჰოფენჰაიმში“ გაანათხოვრეს. სერჟი 1 წლის შემდეგ დაბრუნდა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. დღემდე გნაბრიმ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 171-ჯერ მოირგო, 64 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.