ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა - ლევანდოვსკიმ გუნდი დატოვა
რობერტ ლევანდოვსკის საგა დასრულებულია. პოლონელმა თავდამსხმელმა მიუნხენის „ბაიერნი“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეკორდმაისტერის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
„ბარსელონასთან“ სიტყვიერი ვალდებულება გვაქვს. ორივე მხარისთვის კარგია, რომ ყველაფერი ნათელია. რობერტი ძალიან დამსახურებული მოთამაშეა. მან ჩვენთან ერთად ყველაფერი მოიგო. ჩვენ მისი წარმოუდგენლად მადლიერები ვართ“
- წერია ოფიციალურ განცხადებაში
#FCBayern-Präsident Herbert #Hainer im #BR zu Robert #Lewandowski: "Wir haben eine mündliche Zusage von Barcelona. Es ist gut für beide Seiten, dass wir Klarheit haben. Robert ist ein sehr verdienter Spieler, er hat mit uns alles gewonnen. Wir sind ihm unheimlich dankbar." pic.twitter.com/eVyNTqs23l
— FC Bayern München (@FCBayern) July 16, 2022
ცნობისთვის, კატალონიელებს მისი ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ბონუსების სახით კი დამატებით 5 მილიონის გადახდა მოუწევთ. ლევანდოვსკი კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს. 3+1 სისტემით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რობერტი ბარსელონაში კვირას ჩაფრინდება. პრეზენტაციის შემდეგ კი ის აშშ გუნდს შეუერთდება, სადაც შესაძლოა მისი დებიუტი „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შედგეს.
„ბაიერნში“ 8 სეზონში ლევანდოვსკიმ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.