საგა დასრულდა - ლევანდოვსკი ბარსელონაში ითამაშებს
რობერტ ლევანდოვსკის სატრანსფერო საგა დასრულდა. პოლონელი „ბარსელონაში“ გადადის.
ყველა გავლენიანი წყარო, ფაბრიციო რომანო, ჯანლუკა დი მარციო, თუ სხვა ცნობილი ჟურნალისტი ადასტურებს, რომ 33 წლის ფეხბურთელი მალე „ბარსას“ რიგებში იქნება.
Robert Lewandowski to Barcelona, here we go! FC Bayern have just told Barça that they have accepted final proposal. Agreement finally in place between all parties. ???????????? #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 15, 2022
Lewandowski asked Bayern to leave also on Friday - he will jlin Barcelona during the weekend. ???????? pic.twitter.com/nmodHuNscw
კატალონიელებს მისი ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ბონუსების სახით კი დამატებით 5 მილიონის გადახდა მოუწევთ.
ლევანდოვსკი კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს. 3+1 სისტემით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რობერტი ბარსელონაში კვირას ჩაფრინდება. პრეზენტაციის შემდეგ კი ის აშშ გუნდს შეუერთდება, სადაც შესაძლოა მისი დებიუტი „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შედგეს.
„ბაიერნში“ 8 სეზონში ლევანდოვსკიმ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.