ოფიციალურად - კულიბალი ჩელსის ფეხბურთელია
ლონდონის „ჩელსიმ“ „ნაპოლიდან“ კალიდუ კულიბალის ტრანსფერი დაადასტურა.
რუდიგერისა და კრისტენსენის წასვლის შემდეგ, ტომას ტუხელი სწორედ კულიბალის ტრანსფერს ითხოვდა.
31 წლის სენეგალელი ნეაპოლელთა რიგებში 2014 წლიდან ასპარეზობდა. „ჩელსის“ მისი ტრანსფერი 34 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
ხელშეკრულება 4-წლიანია და კალიდუ „ჩელსიში“ 2024 წლამდე ითამაშებს. მისი წლიური ანაზღაურება 8.5 მილიონი ფუნტი იქნება.
Introducing our second signing of the summer! ????#KoulibalyIsChelsea
— Chelsea FC (@ChelseaFC) July 16, 2022
31 წლის კულიბალიმ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 34 შეხვედრა ჩაატარა. თავი 3 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერი დაადასტურა. ტუხელის გუნდს გარდამავალი პერიოდი უდგას. გუნდიდან ბევრი მოთამაშე მიდის და მათ ნაცვლად ახალს სახეებს იფორმებენ.