ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, პედი პიმბლეტი, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

ილიაზე, გიგაზე, გურამზე და საქართველოზე - პიმბლეტის ამაზრზენი განცხადებები

პედი პიმბლეტმა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში ილია თოფურიასა და ქართველი მებრძოლების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ლივერპულელმა მებრძოლმა „ტვიტერის“ მომხმარებლებთან შელაპარაკება გამართა და ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ილიასა და მისი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ ცნობილ ვიდეოზე რამდენიმე კომენტარი დაიწერა.

„დამამცირა? პირველი - ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი თავზე მოვარტყი და ვიდეოში ეს არ ჩანს. მეორე - ორი ალბათ, ყველაზე ქალური დარტყმა განახორციელა და ორივე ამაცილა. ილია შეშინებული ძუკნაა, რომელიც ასე კამერებისთვის იქცევა. კვირას შემხვდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, რადგან კამერები არ ჰქონდა. მისი თანხმლები პირები კი არ აკავებდნენ, ასე კამერების გამო იქცეოდა. რამის გაკეთება რომ ნდომოდა, ამას აუცილებლად იზამდა. მაგიდას გვერდს მოუვლიდა და ჩემთან მოვიდოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ MMA-ის მებრძოლს თავის ორგანიზაციაში მყოფ მებრძოლთან ჩხუბის ეშინია. განსაკუთრებით, როცა საუბარი ამ ჯუჯაზე მიდის. ყველა კომპონენტში მასზე ძლიერი ვარ და ერთადერთი, რისი წყალობითაც, ჩემი დამარცხება შეუძლია, იღბლიანი დარტყმაა - ისეთი, როგორიც ჯაი ჰერბერტთან განახორციელა. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოზე ჩემ მიერ ნათქვამის გამო ჩხუბი უნდოდა? ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ქართველიც არაა. გერმანიაში დაიბადა და ესპანეთში ცხოვრობს! ილია ჩემს სახელს ცნობადობის მოსაპოვებლად იყენებს“.

ამის შემდეგ, პიმბლეტს საქართველოზე ნათქვამი სიტყვები შეახსენეს, რაზეც პედიმ თქვა: „თქვენმა ბიჭმა შეურაცხყოფა მომაყენა და მე პასუხი დავუბრუნე. კრიტიკა შეგიძლიათ, მაგრამ მისი მიღება არა! სისულელეებს ამბობდით, თითქოს ომზე ვსაუბრობდი, როცა იმ ბინძურ და ამაზრზენ ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი. ისევ იმავეს ვაკეთებ და ერთი სული გაქვთ ილია, გურამი ან გიგა როდის გამისწორდება? ვერც ერთი მათგანი ვერაფერს იზამს.

იცით რა?! გიგა მომწონს, მაგრამ კატარმა მას კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. გურამი ზედმეტად გადაფასებულია და გამროტთან ძარცვა რომ არა, UFC-ში 2-დან 2 წაგება ექნებოდა. შესაძლოა, მას მომავალში ვეჩხუბო კიდეც. აი, მისტერ ხელის სადეზინფექციო ხსნარს რაც შეეხება, მან მხოლოდ რაიან ჰოლი დაამარცხა, რომელსაც მოტეხილი ხელი ჰქონდა და ჯაი ჰერბერტთან უბრალოდ გაუმართლა! ევლოევი მას მოკლავს!

საქართველოს რაც შეეხება, ორი დღის შემდეგ, ორ ქართულ საიტს ინტერვიუ მივეცი და ვუთხარი, რომ ომის შესახებ არაფერი ვიცოდი! ყველას, ვისაც ტვინი აქვს, დაინახა, რომ ილიამ ერთი წლის შემდეგ, ამისგან რაღაცის გამოყვანა სცადა! ის უბრალოდ პოპულარობას ეძებდა“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი ოქტაგონს 23 ივლისს დაუბრუნდება და ჯორდან ლივიტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი შთაბეჭდილება დაგვიტოვა
„შესანიშნავი შთაბეჭდილება დაგვიტოვა" - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე