„განსაკუთრებული კლუბია და დიდი ამბიციები მაქვს" - ერიქსენი მანჩესტერის ფეხბურთელია
კრისტიან ერიქსენი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. „წითელმა ეშმაკებმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და დანიელმა ფეხბურთელმა კლუბს საკუთარი მომავალი 2025 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
Christian Eriksen is a RED! ✍️????#MUFC || @ChrisEriksen8
— Manchester United (@ManUtd) July 15, 2022
„მანჩესტერ იუნაიტედი განსაკუთრებული კლუბია და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ. ოლდ ტრაფორდზე თამაშის პრივილეგია უამრავჯერ მქონია, მაგრამ საოცარი შეგრძნება იქნება, ამას იუნაიტედის წითელი მაისურით რომ გავაკეთებ.
აიაქსში ერიკ ტენ ჰაგის მიერ გაწეული სამუშაო საკუთარი თვალით ვნახე და ვიცი, ის და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები დეტალებსა და მომზადებას რამხელა ყურადღებას აქცევენ. აშკარაა, რომ ის ფანტასტიკური მწვრთნელია. მას უკვე ვესაუბრე და მისი სამომავლო გეგმებისა და სათამაშო სტილის შესახებ ინფორმაცია მივიღე, რის შემდეგაც მომავლის გამო, უფრო აღფრთოვანებული ვარ. დიდი ამბიციები მაქვს, ვიცი, კიდევ ბევრის მიღწევა შემიძლია და ეს ადგილი იდეალურია, რათა ჩემი თავგადასავალი განვაგრძო“.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ერიქსენი „ბრენტფორდის“ რიგებში თამაშობდა და მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.