ეროვნული ნაკრები, ლეგიონერები, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეაში ითამაშებს

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს - თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც აპოელი ახლახანს დატოვა. 30 წლის შემტევი აპოელს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, გასულ სეზონში, საერთო ჯამში, 27 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თორნიკეს ახალი გუნდი  ლიგის ჩონბუკია, რომელმაც ინფორმაცია გულშემატკივარს ოფიციალურად უკვე დაუდასტურა.

ჩონბუკი საკუთარი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, გუნდმა ეს სულ 9-ჯერ შეძლო.

,,თორნიკეს ყველაფერი აქვს, რათა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის სტატუსი მიიღოს", - წერს გუნდის ვებგვერდი და ოქრიაშვილის კომენტარს ავრცელებს:

,,მსურს გავხდე ფეხბურთელი, რომელიც  ჩონბუკს წარმატებაში დაეხმარება".

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 49 მატჩი აქვს ჩატარებული (13 გოლი), ლიგის ჩონბუკს ყველა საჭირო საბუთის მოგვარების შემდეგ, უახლოეს დღეებში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
14 ივლისის სატრანსფერო ზონა
14 ივლისის სატრანსფერო ზონა