ჩელსი, რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

ოფიციალურად - სტერლინგი ჩელსის ფეხბურთელია

მას შემდეგ, რაც ტოდ ბოელი „ჩელსის“ მფლობელი გახდა, ლონდონურმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა დაიწყო. „არისტოკრატებს“ კრიშტიანუ რონალდუს, დე ლიხტს, ნეიმარს და რაჰიმ სტერლინგს უკავშირებდნენ.

დღეს, ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ სტერლინგი „ჩელსის“ ფეხბურთელია. მხარეებს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ტრანსფერი კი „არისტოკრატებს“ 45 მილიონი ევრო დაუჯდათ. დროთა განმავლობაში კი ამ თანხას 10 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

სტერლინგის გამოსამშვიდობებელი წერილი:

შვიდი სეზონი. თერთმეტი მთავარი თასი. ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სამწვრთნელო შტაბი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში წლების განმავლობაში. ჩემი პარტნიორები, რომლებიც ჩემთვის უფრო მეტი გახდნენ, ვიდრე უბრალოდ ისინი, ვისთან ერთადაც მინდორზე გავდივარ.

ყველა თანამშრომელი, ოფისის თანამშრომლები, გულშემატკივრები, რომლებიც დაუღალავად მხარს უჭერდნენ გუნდს. მე არ შემიძლია სრულად გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ. მადლობელი ვარ ყველა აღმავლობისთვის. და დაცემა, რომელსაც მე წავაწყდი, იყო ჩემი ძალისა და ხასიათის გამოცდა.

ამან მომცა საშუალება წარმომეჩინა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია თქვენს წინაშე. მანჩესტერში 20 წლის ასაკში მოვედი და დღეს მივდივარ როგორც კაცი. გმადლობთ თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო მანჩესტერ სიტის მაისური მორგება“,

სტერლინგი „მანჩესტერ სიტიში“

ახალგაზრდა გარემარბი „ქალაქელებს“ 2015 წელს შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, სტერლინგმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 337-ჯერ მოირგო, 131 გოლი გაიტანა და 94 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომანომ დაადასტურა - კულიბალი ჩელსის ფეხბურთელია
რომანომ დაადასტურა - კულიბალი ჩელსის ფეხბურთელია