ესპანიოლი
Aa
Aa

ყატარის ჯგუფი, რომელიც პსჟ-ს ფლობს ესპანიოლის ყიდვას გეგმავს

„ესპანიოლი“ შესაძლოა გაიყიდოს. კლუბის პრეზიდენტი ჩენ იანშენი, რომელმაც თავის დროზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ კლუბი არ დაშლილიყო, ამჯერად გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს და ამას საჭიროდ მიიჩნევს.

Pericos Marca-ს ცნობით, „ესპანიოლის“ მფლობელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფთან, რომელთაგან ერთი ძალიან დაინტერესებული მხარეა, ჩრდილოეთ ამერიკიდან. მაგრამ, სიაში ასევე იმყოფება ყატარის ჯგუფი, რომელიც პსჟ-ს ფლობს. ისინი პარალელურად მოლაპარაკებებს პორტუგალიურ „ბრაგასთანაც“ აწარმოებენ.

წყარო ამ გარიგებას და „ესპანიოლის“ გაყიდვას საშიშად მიიჩნევს:

„თუ კლუბი მათ ხელში აღმოჩნდება, ეს საშიში იქნება ესპანიოლისთვის, რადგან ის არის საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ცდილობს ბიზნესის კეთებას საფეხბურთო სამყაროში და არ გააჩნია ძლიერი სპორტული პროექტი“.

- წერს Pericos Marca.

უახლოეს დღეებში „ესპანიოლის“ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდეგაც კლუბის მომავალი ოფიციალურად გაირკვევა.

„ესპანიოლმა“ გასული სეზონი ლა ლიგაში მე-14 ადგილზე დაასრულა, 42 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას 4 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ