გიორბელიძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს
გურამ გიორბელიძე კარიერას „ზაგლებიეში“ გააგრძელებ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას კვირის ბოლომდე გაივლის. ინფორმაციას ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის გიორბელიძე ხელშეკრულებას 2023 წლამდე გააფორმებს.
Guram Giorbelidze (Wolfsberger AC) blisko Zagłębia Lubin. Lewy obrońca/wahadłowy, 11-krotny reprezentant Gruzji, jeszcze w tym tygodniu może pojawić się na testach medycznych. Kluby finalizują rozmowy. @Meczykipl
— Tomasz Włodarczyk (@wlodar85) July 13, 2022
გიორბელიძემ გასული სეზონი „ვოლფსბერგერიდან“ იჯარის წესით დრესდენის „დინამოში“ გაატარა სადაც 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.
ბოლნისის „სიონისა“ და გორის „დილას“ ყოფილი მოთამაშე 2021 წლის აგვისტოდან „ვოლფსბერგერის“ საკუთრებაა. 2020-21 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში, თასსა და ევროპა ლიგაზე საერთო ჯამში 23 მატჩი ჩაატარა.
Desvela @wlodar85 que el Zagłębie Lubin ultima con el Wolfsberger AC el traspaso del lateral izquierdo de 26 años Guram Giorbelidze ????????, con contrato hasta 2023. El internacional estuvo cedido la 21/22 en el Dynamo Dresden en la segunda alemana por el cuadro austríaco#Ekstraklasa pic.twitter.com/cKiQeEFCxF
— Eugenio González Aguilera (@Eugeniogonza2) July 13, 2022
ფოტომასალა - nakrebi.ge