რომანომ დაადასტურა - კულიბალი ჩელსის ფეხბურთელია
მას შემდეგ, რაც ტოდ ბოელი „ჩელსის“ მფლობელი გახდა ამბიციური ტრანსფერების გაკეთება დაიწყო. „არისტოკრატებს“ რაჰიმ სტერლინგი შეუერთდა. ბოლო პერიოდში კი საუბარი კალიდუ კულიბალიზე მიდიოდა.
ლონდონურმა კლუბმა „ნაპოლის“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რაზეც „პარტენოპეი“ და თავად კალიდუ დათანხმდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. „არისტოკრატებს“ ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. კულიბალი „ჩელსისთან“ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.
Kalidou Koulibaly to Chelsea, here we go! Full agreement in place for €40m fee add-ons completed, bid accepted. Napoli are checking the documents then it will be official. ???????? #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 13, 2022
Koulibaly will sign long-term deal for €10m net salary per season. First centre back, signed. pic.twitter.com/Flr0XSN7wu
კულიბალი „ნაპოლიში“
31 წლის ცენტრალური მცველი „პარტენოპეის“ 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დრემდე, სენეგალელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 317-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.