ტომას პარტეი
Aa
Aa

ჭორები არ გამართლდა - პარტეის ქალზე არ უძალადია და დამნაშავე არ არის

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ფეხბურთელი, ვისი ვინაობაც გამოძიების ინტერესების გამო, არ ხმაურდება, დაპატიმრებულია და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. Daily Mail-ის მიხედვით, სამართალდამცველებმა იგი 6ივლისს დილის 3 საათზე, ჩრდილოეთ ლონდონში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

The Sun-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის დაკითხვა 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი ივნისში მომხდარ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაზარალებულმა სარჩელი 4 ივლისს შეიტანა და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა პრემიერ ლიგის კლუბები გააფრთხილეს და განვითარებული მოვლენების შესახებ აუწყეს. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბები უახლოეს დღეებში წინასასეზონო ტურნეებს იწყებენ და ერთ-ერთ მათგანს ერთით ნაკლები ფეხბურთელით მოუწევს გამგზავრება.

გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული ფეხბურთელი ტომას პარტეი იყო, რადგან ის ლონდონის „არსენალს“ წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდზე გერმანიაში არ გაყვა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

დღეს ჭორებს წერტილი დაესვა. „მეთოფეებმა“ ამერიკული ტურნესთვის შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც პარტეიც არის მოხსენიებული. აქედან გამომდინარე 29 წლის ნახევარმცველის გარშემო ყველანაირი ნეგატიური ინფორმაცია გაქრა. ცნობისთვის, დღემდე არ არის ცნობილი, თუ პრემიერ ლიგის რომელ ფეხბურთელზე იყო საუბარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ