ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

დე იონგს მანჩესტერში გადასვლა არ უნდა და არც ხელფასს იმცირებს

ფრენკი დე იონგის „ბარსელონადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ჩაშლის პირას არის.

25 წლის ნიდერლანდელმა კატალონიელთა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და არც ხელფასის შემცირებას გეგმავს.

ფეხბურთელმა და მისმა წარმომადგენლებმა კლუბს აცნობეს, რომ ხელფასის შემცირებაზე მათ საუბარი არ ექნებათ. ეს საკითხი არ განიხილება.

ამ მიზეზით, მოლაპარაკებები დე იონგის „მანჩესტერში“ ტრანსფერზე ამჟამად შეჩერებულია. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსა“ დათანხმდა ნახევარმცველის „იუნაიტედში" გაყიდვას 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ამ თანხას კი „მანკუნიანელები“ იხდიდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები და რას მოიმოქმედებს „ბარსელონა“ ფრენკის წინააღმდეგ. კლუბს აქვს მიმართულება და გეგმა, რომ ახალი სეზონის წინ, სახელფასო ბიუჯეტი დასტაბილურდეს, რაც ეტაპობრივად ხდება კიდეც. ჯერჯერობით გამონაკლისი მხოლოდ ფრენკი დე იონგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ