ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რიბერივით თამაშობს" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ექს-ფეხბურთელმა და „მონცასა" და „პადოვას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დარიო მარკოლინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მარკოლინიმ, რომელიც Dazn-ის კომენტატორი გახლავთ, ქართველი შემტევი შეაქო და განაცხადა, რომ იგი „ბაიერნში“ მოასპარეზე ფრანკ რიბერის ჰგავს.

„კვარაცხელიას რაც შეეხება, ადამიანებმა, ვინც მისი ტრანსფერი გაჩარხეს და ნაპოლიში გადმოსვლაში დაეხმარნენ, მითხრეს, რომ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. გამომდინარე აქედან, მაინტერესებს, რა მოხდება. ნაპოლის მარცხენა ფლანგზე ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ და კლუბის იდენტობაც შეიცვალა.

კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი ვიდეოების ნახვის შემდეგ, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა გამბედაობამ მოახდინა. იგი ბაიერნში მოასპარეზე ფრანკ რიბერივით თამაშობს და საინტერესოა, იტალიურ ფეხბურთში იგივე დამოკიდებულებას თუ შეინარჩუნებს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლი“ დიმაროში იმყოფება, სადაც ახალი სეზონისთვის ემზადება. „პარტენოპეი“ დიმაროში 19 ივლისამდე დარჩება და ხვალ პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელშიც „ანაუნიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ჩვენთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია
,,ჩვენთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია", - ვაისისა და კაშიას პრესკონფერენცია