"თუ ვინმე წასვლაზე ფიქრობს, უნდა გაუშვა" - ალეგრი დე ლიხტზე
ცნობილია, რომ დე ლიხტმა ტურინის „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეაჩერა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს ახალი გამოწვევები სურს და მას არაერთი ევროპულ გრანდს უკავშირებენ.
რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი გუნდიდან მიდის, კლუბს გარკვეული პრობლემები ექმნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბიანკონერის“ დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.
ალეგრი:
„ბევრი იწერება დე ლიხტზე და მინდა გითხრა, რომ ახლა ის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და მის მომავალზე ვერ ვისაუბრებ. თუ წავა ჩემი გუნდი ამისთვის მზად იქნება და არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება. შეუცვლელი არავინაა.
თანამედროვე ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. ყველაფერი ფულზე დამოკიდებული აღარ არის. იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წასვლა უნდა საკმაოდ რთულია. ზოგადად, თუ ვინმე წასვლაზე ფიქრობს უნდა გაუშვა.“
ვინ ინტერესდება ნიდერლანდელით?
ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს თვალი ლონდონის „ჩელსიმ“ დაადგა, თუმცა რადარზე მიუნხენის „ბაიერნიც“ გამოჩნდა. რეალურად, ორივე გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და დე ლიხტი მათ მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მატიასის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, თუმცა შესაძლოა უკეთესი წინადადების შემთხვევაში ნიდერლანდელმა გეზი გერმანიისკენ აიღოს.