ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დიმაროში იმყოფება, სადაც ახალი სეზონისთვის ემზადება. ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ბოლო სესიისას განვითარებულ მოვლენებზე იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ ილაპარაკა.

„რვა-რვაზე გამართული მატჩისას ლუჩიანო სპალეტის ხვიჩა კვარაცხელიას სახელის წარმოთქმა ორჯერ მოუხდა. რა დააშავა ქართველმა ფეხბურთელმა? მან არაზუსტი დიაგონალური გადაცემა ორჯერ შეასრულა“.

სკოტომ ისიც განაცხადა, რომ „კვარა“ სპალეტისგან მიღებულ ტაქტიკურ მითითებებს უდიდეს ყურადღებას აქცევს და ხვდება, რომ ტაქტიკური გადმოსახედიდან, სერია A მსოფლიოში ყველაზე რთული ჩემპიონატია. AreaNapoli დასძენს, რომ დიმაროში ყოფნისას ხვიჩამ თავისი ტექნიკური შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა, მაგრამ იცის, რომ ტაქტიკურ კომპონენტებში დისციპლინაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას შეძენა „პარტენოპეის“ დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ანაზღაურების სახით, წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბათუმის დინამოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ჩაკვეტაძის ინტერვიუ
„ბათუმის დინამოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ჩაკვეტაძის ინტერვიუ