ჩელსი, ბაიერნი, რაფინია, სერჟ გნაბრი
Aa
Aa

რაფინიას ალტერნატივა - ჩელსი გნაბრიზე გადაერთო

ლონდონის „ჩელსის“ ყოველთვის გამორჩეული ფლანგის ფეხბურთელები ჰყავდა. ამის დასტური რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერია, რომელიც სულ მალე გაოფიციალურდება.

„არისტოკრატებში“ მოსვლის შემდეგ, ტოდ ბოელი საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერების გაკეთებას ცდილობს. კლუბის ახალი პრეზიდენტი აქტიურად ცდილობდა რაფინიას გადაბირებას, მაგრამ არ გამოუვიდა.

გავლენიანი გამოცემა The Telegraph ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლონდონური კლუბი რაფინიას ალტერნატივად სერჟ გნაბრის მოიაზრებს. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელ ფეხბურთელს დიდი ხანია „ბაიერნის“ დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს.

BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების შემტევი გუნდში არსებული მისი მდგომარეობით და ანაზღაურებით უკმაყოფილოა და ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს. ცნობისთვის, გნაბრის „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში ეწურება.

Telegraph-ის ცნობით, „ჩელსიმ“ „ბაიერნს“ შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ჯერჯერობით გერმანული გრანდის პასუხი უცნობია. ასევე გეტყვით, 26 წლის შემტევს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 2012-დან 2016 წლის ჩათვლით გნაბრი „არსენალის“ საკუთრება იყო, თუმცა დიდი ყურადღება არ მიაქცია და საბოლოოდ სერჟი ჯერ „ვერდერში“, ხოლო შემდეგ „ბაიერნში“ აღმოჩნდა და საკუთარი თავი დაიმკვიდრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას ასპილიკუეტას სანაცვლოდ 8 მილიონის გადახდა არ უნდა
ბარსას ასპილიკუეტას სანაცვლოდ 8 მილიონის გადახდა არ უნდა