არსენალმა დააფასა - უილშირი 18-წლამდე გუნდს გაწვრთნის
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჯეკ უილშირმა საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ერთ დროს ამომავალ ვარსკვლავს ტრავმებმა დიდი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მისცა, თუმცა ინგლისელმა ყოფილმა ნახევარმცველმა თავისი კარგი თამაშით „არსენალის“ გული მაინც მოიგო.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ უილშირი ლონდონური კლუბის 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. ამასთან დაკავშირებით ჯეკმა კომენტარი გააკეთა.
უილშირი:
„იყო ისევ „არსენალის“ დიდი ოჯახის წევრი საოცარი გრძნობაა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ფეხბურთელმა გუნდი დავტოვე ჩემი გული ყოველთვის ლონდონში იყო. „მეთოფეებს“ არასდროს მივუტოვებივარ. ეს ჩემი ოჯახია და აქ ჩემთვის კარგი ყოველთვის ღიაა.
მწვრთნელობა ყოველთვის მინდოდა და ახლა ამის შანსი მომეცა. მადლობა „არსენალს“ ნდობისთვის. ვეცდები ჩემი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო და საუკეთესო გზაზე დავაყენო.“
We're delighted to announce our new Under-21 and Under-18 coaching staff ????
— Arsenal Academy (@ArsenalAcademy) July 11, 2022
შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი ლონდონის „არსენალს“ 2008 წელს შეუერთდა და ოფიციალურად გუნდიდან 2018 წელს წავიდა, თუმცა იქამდე „ბორნმუთში“ და „ბოლტონში“ იყო განათხოვრებული. ჯამში ინგლისელმა ნახევარმცველმა „მეთოფეების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 197-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.