რონალდუ და მესი ერთად? - პსჟ ჟორჟე მენდეშს დაუკავშირდა
„პარი სენ ჟერმენს“ სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთხელ სურს ყურადღების მიქცევა. 1 თვის წინ, აქტიურად იწერებოდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდებოდა, თუმცა შემდეგ ჭორები გაქრა. დღეს კი ესპანური გამოცემა MARCA ახალ და ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ახალი არავისთვის არის, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებით არის შეპყრობილი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. გასულ სეზონში ნასერ ალ-ხელაიფმა გუნდში ლეო მესი მიიყვანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს თვალი სერიოზულად დაადგა.
თავად კრიშტიანუმ „მანჩესტერ იუნაიტედს“ განუცხადა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა და მისი პრიორიტეტი ისეთ კლუბში გადასვლაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრო ალმეიდა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პარიზული გრანდის ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი კრიშტიანუს აგენტს ჟორჟე მენდეშს დაუკავშირდა.
მათი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, რონალდუს შესაძლო ტრანსფერი იყო. ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როგორ დასრულდა მათი ლაპარაკი, მაგრამ პსჟ-ს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების გადაბირების შესანიშნავი გამოცდილება აქვს ეს ყველამ ნათლად დაინახა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
Luis Campos is in contacts with Jorge Mendes about Cristiano #Ronaldo, and a possible move of Portuguese player to PSG. ???????? #PSG
— Pedro Almeida (@pedrogva6) July 9, 2022
Cristiano is not included in final list of Manchester United to travelled to Tailand, and the possibility of Portuguese leaving is ver high. ⛔️ #MUFC