საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

ზაგრების გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით!

15-17 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტრადიციული ძიუდოს გრან-პრი გაიმართება. ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს დელეგაცია ტურნირზე 12 ძიუდოისტით წარდგება:

ვაჟები:

-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი; -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი;  -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;  -81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი;  -90 კგ - ბექა ღვინიაშვილი; -100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე;  100+ კგ. - გელა ზაალიშვილი.

გოგონები:

-57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი; +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე იასპარეზა. საქართველოს დელეგაციამ ტურნირზე 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები