იუვენტუსი, რონი ო\'ბრაიენი, მიდლსბრო
Aa
Aa

რონი ო'ბრაიენი - თითქმის "საუკუნის ადამიანი" და იუვენტუსის ყველაზე უცნაური ტრანსფერი

რონი ო’ბრაიენი შესაძლოა ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესმა ნაწილმა არ იცოდეს, მაგრამ ის თავისი უცნაური კარიერის გამო ირლანდიელთა საკულტო გმირია.

21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანებისთვის რონი თითქმის უცნობია. ეს ამ ისტორიას უფრო ღირებულს ხდის. ფეხბურთელი, რომელიც „იუვენტუსში“ და „მიდლსბროში“ თამაშობდა.. ფეხბურთელი, რომელმაც The Times-ის წოდება „საუკუნის ადამიანის“ კინაღამ მოიგო.

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გამოჩნდა ო’ბრაიენი კინაღამ Times-ის წინა გარეკანზე, არის ისტორია, რომლის დროსაც ის გახდა ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო მიმი და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, თუ ვის უნდა მიეღო „საუკუნის ადამიანის“ წოდება. კანდიდატებში ისეთ საკულტო პიროვნებებს ვხვდებით, როგორებიც მარტინ ლუთერ კინგი, აინშტაინი ელვის პრესლი და უინსტონ ჩერჩილი არიან.

თუმცა Times-მა გამონაკლისი დაუშვა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს საკუთარი ნომინაციის წარდგენის საშუალება ჰქონდათ. ეს პირველი ონლაინ კონფლიქტი იყო და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ძალიან მალე რონი ო’ბრაიენი ლიდერი გახდა.

რა თქმა უნდა, ჟურნალის მფლობელებს ეს ფაქტი არ მოეწონათ, ო’ბრაიენი გამოკითხვიდან ამოიღეს და განაცხადეს:

„ახირებულ კანდიდატებს, რომლებიც არ მიესადაგებიან ტიტულის სულისკვეთებას, დაუყოვნებლივ მოიხსნებიან.“

საბოლოოდ გამარჯვება ალბერტ აინშტაინს დარჩა..

რონისთვის ეს მის კარიერაში ერთ-ერთი უცნაური მოვლენა იყო, რომლებიდანაც ის სხვა ფეხბურთელებისგან გამოირჩევა. ო’ბრაიენი ბრეიში, ირლანდიის რესპუბლიკაში დაიბადა. პოზიციით შემტევი ნახევარმცველი იყო და იმდენად კარგად თამაშობდა, რომ 1997 წელს, 18 წლის ასაკში „მიდლსბრომ“ წაიყვანა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მას ინგლისურ კლუბში დებიუტი არასდროს ჰქონია..

რონი 1999 წელს „მიდლსბროდან“ გაუშვეს და მან ახალი გუნდის ძებნა ქვედა ლიგებში დაიწყო. ამის შემდეგ იცით რა მოხდა? მისმა აგენტმა სტივ კატნერმა რონის საუკეთესო მომენტებით დამონტაჟებული ვიდეო რამდენიმე დიდ კლუბს გაუგზავნა, მათ შორის ტურინის „იუვენტუსს“.

„ბებერმა ქალბატონმა“ ჩათვალა, რომ ო’ბრაიენი დიდ ტალანტს წარმოადგენდა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იმ დროს, „ბიანკონერის“ კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობდა.

ამ ამბავმა „მიდლსბროს“ ყოფილ მწვრთნელზე ბრაიან რობსონზე შთაბეჭდილება არ მოახდინა და უმალ გააკრიტიკა:

„რონი ო’ბრაიენი საკმარისად კარგი ფეხბურთელი არ არის. ხალხი იმიტომ გაგიჟდა, რომ ის „იუვენტუსში“ გადავიდა. წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს კარგად მოიქცევა და დამიმტკიცებს, რომ ვცდები.“

გარკვეულწილად ირლანდიელ ნახევარმცველს არ გაუმართლა, რადგან 1999 წელს იუვეში ისეთი ფეხბურთელების შედინება დაიწყო, როგორებიც ზინედინ ზიდანი, დელ პიერო და ედგარ დავიდსი არიან.

ივლისში გასამართი ინტერტოტოს თასისთვის ანჩელოტი ექსპერიმენტების ჩასატარებლად ემზადებოდა. სამი ამხანაგური მატჩის შემდეგ, რონი სათადარიგოთა სკამზე დასვეს, თუმცა მას შანსი „როსტოვთან“ მიეცა.

იუვემ რუსული კლუბი 5:1 დაამარცხა და ირლანდიელი ფეხბურთელი მინდორზე 77-ე წუთზე შევიდა. 13 წუთიც საკმარისი იყო, რომ ო’ბრაიენის თვისებები შეემჩნიათ. ის მრავალფეროვანი იყო. გაუჩერებლად დარბოდა წინ და უკან. ასევე შესანიშნავად შლიდა მეტოქე გუნდის შეტევებს. მეტიც, მას გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ დელ პიერომ დარტყმა არ დააცადა და შეტევა თვითონ დააგვირგვინა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

სამწუხაროდ, ეს იყო ბოლო მატჩი, რომელშიც ირლანდიელმა მონაწილეობა მიიღო. 3 წლის განმავლობაში რონის იჯარის წესით ანათხოვრებდნენ. ო’ბრაიენმა „ლუგანოში“ „კროტონეში“, „ლეჩეში“ და „დანდიში“ ითამაშა. საბოლოოდ იუვემ ახალგაზრდა ნახევარმცველი „დალასში“ გაყიდა.

ისტორია აქ არ მთავრდება. რონის კარიერაში MLS-ის დრო დადგა. სადებიუტო მატჩში „სან ხოსეს“ წინააღმდეგ გოლიც კი გაიტანა. 2003 წლის სეზონი ფეხის მოტეხვამ გაანადგურა, თუმცა 1 წლის შემდეგ რონიმ მართლაც კარგად ითამაშა. გაიტანა ორი გოლი და შეასრულა 10 საგოლე გადაცემა, რითიც „დალასს“ პლეი-ოფში მოხვედრაში დაეხმარა. ირლანდიელმა იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს და 2004 წლის All Star-ის შემადგენლობაშიც ათამაშეს.

ამის შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა. ო’ბრაიენი მთავარ მწვრთნელს კოლინ კლარკს დაუპირისპირდა, შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო და საბოლოოდ „ტორონტოში“ გადავიდა. 2008 წელს რონი „სან ხოსეში“ გადავიდა. ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.

ამის შემდეგ, ო’ბრაიენი საცხოვრებლად დალასში გადავიდა და ძირითად დროს გოლფს უთმობდა, თუმცა ცოტა ხნით საფეხბურთო მწვრთნელიც გახდა და ბავშვთა აკადემიას ხელმძღვანელობდა.

წარმატებული ცხოვრება და კარიერა  ბევრად აღემატება უბრალო მიმებს, ან ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ტრანსფერს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?
სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?