მილანი, რომა, ბეტისი, ნაბილ ფეკირი
Aa
Aa

ნადირობა ფეკირზე - მილანი და რომა შეტევის გაძლიერებას ცდილობენ

იტალიური კლუბები სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურობენ. ამ მხრივ გამორჩეული „რომა“ და „მილანი“ გახლავთ, რადგან ორივე გუნდს ამისი მიზეზი გააჩნია. „როსონერიმ“ სერია ა მოიგო, ხოლო „ჯალოროსიმ“ კონფერენს ლიგა.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, რომ აღნიშნულმა გუნდებმა ნაბილ ფეკირზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ამ მომენტისთვის, ფრანგი ფეხბურთელი „ბეტისთან“ ერთად წინასასეზონო მომზადებას გადის და გუნდში ბედნიერია.

შეგახსენებთ, რომ ფეკირი „ბეტისის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლავთ. აქედან გამომდინარე, კარგი წინადადების შემთხვევაში ესპანური კლუბი შესაძლოა მის გაყიდვას დათანხმდეს.

როგორც ცნობილი გახდა, „ბეტისმა“ ნაბილს 35 მილიონი ევრო დაადო. ამის შესახებ „მილანი“ და „რომა“ ინფორმირებულნი არიან. რამდენად მისაღებია მათთვის აღნიშნული თანხა ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ორივე გუნდის მხრიდან ინტერესი აშკარად მაღალია.

ფეკირი „ბეტისში“

28 წლის ნახევარმცველი ესპანურ კლუბს 2019 წელს „ლიონიდან“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ფეკირმა „ბეტისის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 118-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაწყობილი თამაშები ჩოგბურთში - ZDF-ის სიუჟეტში ისევ ბასილაშვილი ფიგურირებს
ჩაწყობილი თამაშები ჩოგბურთში - ZDF-ის სიუჟეტში ისევ ბასილაშვილი ფიგურირებს