ბუდაპეშტის გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალში გასვლა ვარლამ ლიპარტელიანმა შეძლო, რომლის მეტოქეც 100 კგ კატეგორიაში იაპონელი კენტარო იიდა იყო.
ფინალი დაძაბული გამოდგა, თუმცა იაპონელი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ლიპარტელიანს ორი გაფრთხილება მიაღებინა, ასევე ვაზარიც აართვა და ოქროს მედალს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში დანიელ მადენს საფირმო შებოჭვით (ურა-გატამე) შესრულებული იპონით მოუგო.
დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ საწყისი ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, ქართული დელეგაციის მონაგარი ასეთია: 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედლები, ხოლო 60კგ-ში თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედალი.
დღეს კი კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი (90კგ) გახდა, რომელმაც ფინალში უნგრელი გერგელ ნერპელი ლამაზ სტილში შესრულებული იპონით დაამარცხა.