ტედი რინერი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, გელა ზაალიშვილი
Aa
Aa

ზაალიშვილი რინერთან დამარცხდა - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში არიან

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც, რა თქმა უნდა ქართველი ძიუდოისტები იღებენ მონაწილეობას.

დღეს ქართველებიდან ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი გამოდიან, თუმცა ეს უკანასკნელი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ვარლამი და ბექა კი ნახევარფინალში გავიდნენ.

ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი დაამარცხა და ნახევარფინალში მისი მეტოქე დანიელი მატიას მადსენი იქნება.

ბექა ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანა. ქართველმა ფალავანმა ამერიკელი ჯონ ჯაინი „იპონით“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე იაპონელი მურაო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გელა ზაალიშვილი ძიუდოს ლეგენდასთან ტედი რინერთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები