სწრაფი გამარჯვება - ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო წარმატებით დაიწყო
Aa
Aa

სწრაფი გამარჯვება - ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო წარმატებით დაიწყო

სუმოში ნაგოია ბაშო დაიწყო, სადაც პირველ დღეს ქართველი სუმოისტი „ტოჩინოშინი“ გამოვიდა. ლევან გორგაძე მიმდინარე ბაშოზე მერვე მაეგაშირა გახლავთ და დღეს მეშვიდე მაგეაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა.

„ტოჩიმ“ ძალიან მარტივად და სწრაფად ჰატაკიკომის ილეთით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღემდე ქართველ სუმოისტს ჰოკუტოფუჯისთან უარყოფითი ბალანსი 5:6 ჰქონდა, დღეს კი წონასწორობა აღსდგა.

შეგახსენებთ, რომ ნაგოია ბაშოს მეორე დღეს, ლევან გორგაძე მე-7 მაეგაშირას ოკინოუმიას დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 11:9 აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები