ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

"ენთუზიაზმით გამოირჩევა" - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიამ დიმაროში „ნაპოლისთან“ ერთად პირველად ივარჯიშა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა. მეტიც, „ჯვაროსნების“ შემტევმა გოლი და ეფექტური საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ საკუთარ ფეხბურთელებზე ისაუბრა. გამონაკლისი არც ახალწვეულები კვარაცხელია და ოლივეირა გახლავთ, რომლებზეც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა:

„კვარაცხელია და ოლივეირა დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან. ორივე ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი თვისებების გამოვლინებას. ოლივეირამ მცირე ტრავმა მიიღო და ვარჯიში შეწყვიტა. კვარაცხელია არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა მას გარკვეული ვარჯიშები ჯერ კიდევ სჭირდება. ჩვენ მისი საუკეთესო თვისებების შესახებ კარგად ვიცით.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მომავალი სეზონიდან ის 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ასევე გეტყვით, იტალიელი ქომაგები ხვიჩას ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

მეტიც, როდესაც დიმაროში „ნაპოლის“ ავტობუსი გაჩერდა და ფეხბურთელები გადმოვიდნენ, ქომაგებმა კვარაცხელიას სახელის სკანდირება დაიწყეს და მას „კვარა მესი“ უწოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველია და მასზე ბევრს ამიტომ არ საუბრობენ
„ქართველია და მასზე ბევრს ამიტომ არ საუბრობენ" - ბონეკი ხვიჩაზე