რომანომ დაადასტურა - სტერლინგი ჩელსიში ითამაშებს
მას შემდეგ, რაც ტოდ ბოელი „ჩელსის“ მფლობელი გახდა, ლონდონურმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა დაიწყო. „არისტოკრატებს“ კრიშტიანუ რონალდუს, დე ლიხტს, ნეიმარს და რაჰიმ სტერლინგს უკავშირებდნენ.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ჩელსისა“ და „მანჩსტერ სიტის“ შორის ყველანაირი შეთანხმება შედგა.
რაჰიმ სტერლინგი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ „არისტოკრატებში“ ითამაშებს. ამ თანხას ბონუსის სახით 10 მილიონი დაემატება. ინგლისელი შემტევი კი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. ფაბრიციო იმასაც გვამცნობს, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის პირადი შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა.
Raheem Sterling to Chelsea, here we go! Final approval arrived from Man City. £45m fee plus £10m add-ons. Personal terms agreed days ago, it was never an issue. It’s done ???????? #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 9, 2022
Contract until 2027 plus option for further year. Tuchel already had direct conversation with him. pic.twitter.com/tr15HUp2B1
სტერლინგი პრემიერ ლიგაში
27 წლის გარემარბი 2010 წელს „ლივერპულის“ აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო 2012 წლიდან მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. რაჰიმმა თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ 2015 წელს მისით „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა და ტრანსფერი შედგა.
2015 წლიდან დღემდე, სტერლინგმა „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 337-ჯერ მოირგო, 131 გოლი გაიტანა და 94 საგოლე გადაცემა შეასრულა.