ჩელსი, ბაიერნი, იუვენტუსი
Aa
Aa

ჩელსი და ბაიერნი - ბოლო ცნობები დე ლიხტის ტრანსფერზე

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ დე ლიხტმა „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეაჩერა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს ახალი გამოწვევები სურს და იტალიის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ახალგაზრდა უკანახაზელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და ლონდონის „ჩელსი“ იჩენენ. ორივე გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და გამოსავალს მატიასის გადაბირებაში ხედავენ.

როგორც ჩანს, ტურინული გრანდი დე ლიხტის გაშვების წინააღმდეგი არ არის. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „იუვენტუსმა“ კარგად იცის კლუბებსა და მატიასის აგენტს შორის მოლაპარაკების შესახებ.

რომანოს თქმით, „ბებერი ქალბატონი“ „რეკორდმაისტერის“ და „არისტოკრატების“ მხრიდან ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
60 მილიონი ფუნტი - რაფინიას ბარსელონაში ორშაბათს ელიან
60 მილიონი ფუნტი - რაფინიას ბარსელონაში ორშაბათს ელიან