ოფიციალურად - იოვიჩი ფიორენტინას ფეხბურთელია
მადრიდის „რეალმა“ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელების გაშვება დაიწყო. დღევანდელ დღემდე ცნობილი იყო, რომ „ბლანკოსი“ ისკომ და გარეთ ბეილმა დატოვა. დღეს კი „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდიდან ლუკა იოვიჩი წავიდა.
სერბი თავდამსხმელი კარიერას „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ლუკამ იტალიურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
Comunicado Oficial: Jović#RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) July 8, 2022
საინტერესო ის გახლავთ, რომ „იებმა“ იოვიჩი სრულიად უსასყიდლოდ წაიყვანეს. მადრიდულმა გრანდმა საკუთარი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა მთლიანად გაანულა. ამისთვის კი „ფიორენტინა“ დიდ მადლობას იხდის.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ 24 წლის თავდამსხმელი 2019 წელს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში იოვიჩმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 51-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.