ფედე ვალვერდე
Aa
Aa

საჭმელში ნარკოტიკები გაურიეს და დააძინეს - ვალვერდე იბიცაზე გაძარცვეს

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ფედე ვალვერდე და მისი მეუღლე იბიცაზე დასვენების დროს გაძარცვეს.

ამის შესახებ ფეხბურთელის მეუღლემ, მინა ბონინომ ინსტაგრამზე ისაუბრა. გოგონამ დაწერა, რომ მათ 10 ათასი ევრო ნაღდი ფული მოპარეს. იგი თვლის, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ საკვებში ნარკოტიკები ჩაყარეს.

„სახლში რომ მივედით, შეფ-მზარეული უკვე იქ იყო. მან მითხრა, რომ სახლის მხოლოდ ერთი გასაღები ჰქონდა, რომლის წაღებასაც აპირებდა, რადგან დილით საუზმე უნდა გაეკეთებინა და თან ჩვენი შეწუხებაც არ უნდოდა.

მეორე დღეს საწოლიდან ვერ ავდექი, ძალიან ცუდად ვიყავი. ერთი საათის შემდეგ პირველ სართულზე ჩავედი და მისაღებში ჩემი სამი ჩანთა დავინახე. ჩემი ნივთები ყველგან იყო მიმოფანტული, დამლაგებელი ასუფთავებდა. მან მკითხა: „რამეს ეძებთ?" - მე ისევ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. უნდა გამეცინა. საერთოდ ვერაფერი გავიგე. სანაპიროზე რომ მივედით, ვუთხარი: „ფულს ავიღებ“. მერე საფულე გავხსენი და ცარიელი იყო. მოახლემ თქვა, რომ ეს არეულობა მაშინ აღმოაჩინა, როცა ჩვენთვის საუზმის მოსამზადებლად მოვიდა.

შემდეგ მოვიდა ხალხი, ვინც სახლს ფლობს. ძალიან კარგად მოიქცნენ და თქვეს, რომ შეიძლება რაღაც ჩვენს საკვებში შერეული იყო. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მზარეულმა ეს გააკეთა. ამიტომ საავადმყოფოში გადაგვიყვანეს ანალიზების გასაკეთებლად“,

- წერს ბონინო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ
„ძალიან ბედნიერი ვარ" - პაპუნა ბერუაშვილი სპორტინგში გადავიდა