ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას აპლოდისმენტებით შეეგებნენ - ნაპოლი დიმაროში ჩავიდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დიმაროში (ტრენტინოს ერთ-ერთი კომუნა) ჩავიდა, სადაც ტრადიციულად, მოსამზადებელ ეტაპს გადის ხოლმე. ლუჩიანო სპალეტის ბიჭები დიმაროში 19 ივლისამდე დარჩებიან და „კვარა“ გუნდთან ერთად, პირველ ვარჯიშებს გამართავს.

„ნაპოლის“ დიმაროში ჩასვლა ნეაპოლურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. Areanapoli-ს თქმით, „პარტენოპეის“ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ. „ნაპოლი“ სასტუმრო „როზატიში“ დაბინავდა და ქომაგები თავიანთ რჩეულებს შეეგებნენ.

Areanapoli-ს მიხედვით, „პარტენოპეის“ ფანები კვარაცხელიას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, მისი გვარის წარმოთქმა გაუჭირდათ და „ხვიჩა - მესი“ შეძახილებიც გაისმა. დღეს, პირველი საერთო სადილია ჩანიშნული, ხოლო ხვალ პირველი ვარჯიში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 29 ფეხბურთელი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი 5-წლიანია და ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი | დინამო თბილისი ჯიმი ტაბიძეს იმატებს
ტრანსფერი | დინამო თბილისი ჯიმი ტაბიძეს იმატებს