ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველია და მასზე ბევრს ამიტომ არ საუბრობენ" - ბონეკი ხვიჩაზე

„იუვენტუსისა“ და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ზბიგნევ ბონეკმა „ნაპოლის“ ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „კვარას“ გარშემო დიდი აჟიოტაჟი იმიტომ არაა ატეხილი, რომ საფეხბურთო სამყაროში ნაკლებად ცნობილი ქვეყნიდანაა.

„ხვიჩას თამაში რამდენჯერმე ვნახე და ბევრი ადამიანი მასზე დადებითად მესაუბრა. მიუხედავად ამისა, უმაღლეს დონეზე თამაშისას, საჭიროა, გაცილებით მეტი აჩვენოს, ვიდრე აქამდე უჩვენებია.

ჩემი აზრით, მასზე ბევრს მისი ეროვნების გამო არ ლაპარაკობენ. როცა გუნდი არგენტინელ ფეხბურთელს ყიდულობს, ყველას ჰგონია, რომ ის ნამდვილი ფენომენია, არადა, რეალობაში საშუალო დონის მოთამაშეა და უამრავი არგენტინელი მინახავს, რომლებსაც ავანსები ვერ გაუმართლებიათ. კვარაცხელიას შემთხვევაში, ბევრს ეჭვი და კითხვის ნიშანი მხოლოდ იმიტომ გაუჩნდა, რომ იგი ქართველია. საფეხბურთო სამყაროში საქართველოს შესანიშნავი რეპუტაცია ნამდვილად არ აქვს, მაგრამ კვარაცხელიასი უნდა გვჯეროდეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დიმაროში გაემგზავრა და იქ 19 ივლისამდე დარჩება. „პარტენოპეი“ ახალი სეზონისთვის მოემზადება და ხვიჩა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი | დინამო თბილისი ჯიმი ტაბიძეს იმატებს
ტრანსფერი | დინამო თბილისი ჯიმი ტაბიძეს იმატებს