გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ახალი მსურველი გამოუჩნდა - მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებასთან ახლოსაა

„ვალენსიას“ ნიდერლანდელ მეკარეს, იასპერ სილესენს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ესპანური გამოცემის, El Desmarque-ის ინფორმაციით, მისი საკუთარ რიგებში ხილვით „აიაქსი“ ინტერესდება და ამ ეტაპზე მთავარი ფავორიტი სწორედ ამსტერდამელები არიან.

ანდრე ონანას წასვლის შემდეგ, „აიაქსმა“ მეკარის დამატება გადაწყვიტა და რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობს. ერთ-ერთი მათგანი სილესენი გახლავთ და ამსტერდამელები აპირებენ, „ნაიმეგენსა“ და პსვ-ს კონკურენცია გაუწიონ, თუმცა ფინანსური საკითხები სერიოზულ გამოწვევად რჩება.

„აიაქსის ვეტერანი მეკარე შტეკელენბურგი ტრავმირებულია და ნიდერლანდელთა 21-წლამდე ასაკის გუნდის გოლკიპერს ძირითადი მეკარის ფუნქციების შეთავსება გაუჭირდება. ამიტომ, ამსტერდამელები კარის ახალ დარაჯს ეძებენ. ვალენსიას რაც შეეხება, კლუბი ფსონს გიორგი მამარდაშვილზე ჩამოდის და როგორც ჩანს, ვითარება ვერც ჯენარო გატუზოს მოსვლამ შეცვალა“, - წერს El Desmarque.

ესპანური გამოცემა დასძენს, რომ სილესენის გასხვისება „ვალენსიათვის“ უმნიშვნელოვანეს ოპერაციას წარმოადგენს. „ღამურებს“ ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ და ნიდერლანდელის გაშვება მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარება. AS-ის ცნობით, „ვალენსია“ მამარდაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და ეს მაშინ მოხდება, როცა ფინანსურ ფეარ პლეის საკითხზე ყველაფერი გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წამყვანი კლუბების პერსპექტიული ფეხბურთელები - Sportskeeda-მ ხვიჩა გამოარჩია
წამყვანი კლუბების პერსპექტიული ფეხბურთელები - Sportskeeda-მ ხვიჩა გამოარჩია