კრიშტიანუ რონალდუ, ჯანლუკა დი მარციო
Aa
Aa

დი მარციო რონალდუზე: ბარსა, პსჟ და სერია A გამორიცხულია, ჩელსის მისი გაფორმება შეუძლია

ცნობილმა ინსაიდერმა ჯანლუკა დი მარციომ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს.

„რონალდუს ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მისი მიზანია ამ ტურნირზე რეკორდების დამყარება გააგრძელოს. მისი აგენტი ცდილობს მომავალ სეზონში მისთვის საუკეთესო გარიგების მოძებნას. ამიტომაც რამდენიმე კლუბთან ურთიერთობს.

ჩელსი ახალ ეპოქაში შედის და მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ ბრენდინგის გარიგებაა ახალი მფლობელისთვის, ეს შეიძლება იყოს თემა, რომელზეც მსოფლიო ისაუბრებს. რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ემოციებითა და ამბიციებით თამაში შეუძლია.

არ მგონია ამისთვის სხვა საუკეთესო ვარიანტები იყოს. პსჟ არ გაიფორმებს მას, რადგან მათ ჰყავთ მესი, ნეიმარი და მბაპე. სერია A-ში დაბრუნება მისთვის ვარიანტი არ არის.

ასე რომ, ვფიქრობ, ჩელსი მას მოერგება. მაგრამ ეს დამოკიდებულია მასზე და რა სურს. თუ მას სურს პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ჩელსი ამ მომენტში ერთადერთი კლუბია.

არა მგონია, კრიშტიანუ ბარსელონაში გადავიდეს. გულით მადრიდის რეალის ფეხბურთელია. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ მას ბარსელონაში თამაში შეუძლია. ბარსას ლევანდოვსკი სჭირდება და მის შეძენას ბოლომდე ეცდება.

თუ კრიშტიანუ რონალდუს განსხვავებული გამოცდილება სურს, MLS-ში გადასვლა ასევე ვარიანტია. ვიცი, რომ კრიშტიანუს MLS-ში ელიან. თუ არა წელს, მაშინ ალბათ მომავალ წელს. მაგრამ ვფიქრობ, ის აუცილებლად გადავა MLS-ში სანამ კარიერას დაასრულებს.

მანჩესტერ იუნაიტედს სურს, რომ ამ ტრანსფერიდან ფული მიიღოს. შარშან მათ იუვენტუსთან გააფორმეს გარიგება, ასე რომ, არ მგონია, რომ იუნაიტედს მთელი ფულის დაკარგვა სურდეს",

- თქვა ჯანლუკა დი მარციომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16.5 მილიონი წლიურად - ჩელსის შეთავაზება რონალდუს
16.5 მილიონი წლიურად - ჩელსის შეთავაზება რონალდუს