ილია თოფურია
Aa
Aa

საუკეთესო ნოკაუტები - UFC-იმ ილია თოფურიას დარტყმა გამოარჩია

UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2022 წელს გამართულ ბრძოლებს სტატია მიუძღვნა და ტოპ 5 ნოკაუტი დაასახელა, რომლებიც იანვრიდან დღემდე ვიხილეთ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ UFC-ის რჩეულთა შორის ილია თოფურიას ნოკაუტიც მოხვდა, რომელიც „ელ მატადორმა“ ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ გაიფორმა.

„მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას სადებიუტო ბრძოლა, რომელიც ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ გაიმართა, ქართველისთვის ცუდად დაიწყო, მაგრამ მეორე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა და ელ მატადორმა ბრიტანელი ბრწყინვალე სტილში შეაჩერა. ჩხუბის პირველ წუთებში, ფეხით განხორციელებულმა დარტყმამ თოფურია დაანოკდაუნა და იგი იძულებული გახდა, მეტოქის ფეხებისთვის ხელები შემოეხვია და გონზე მოსულიყო. ილიამ თეიქდაუნი გაიფორმა, მაგრამ რაუნდის დასრულებამდე 1 წუთითა და 30 წამით ადრე, ჰერბერტი უკვე ფეხზე იყო, მომენტს ეძებდა და რამდენიმე ძლიერი დარტყმაც განახორციელა.

მიუხედავად ამისა, მეორე რაუნდში, თოფურიამ ყველაფერი წამის მეასედში შემოაბრუნა. ბრწყინვალე კომბინაცია და მარჯვენა ხელით განხორციელებული დარტყმა, რომლითაც ჰერბერტი დაეცა და დანოკაუტდა. თოფურიამ მე-12 გამარჯვება მოიპოვა და მის ანგარიშზე 0 მარცხია, ჰერბერტის ბალანსი კი 11-4-ზე გახდა“, - წერს UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე ადგილზე ტაი ტუივასას მიერ დერიკ ლუისთან გაფორმებული ნოკაუტი გავიდა, მეოთხე ილიას დარტყმა გახლდათ, მესამე პოზიცია მოლი მაკკენის ნოკაუტმა დაიკავა, მეორე - მაიკლ ჩენდლერის დარტყმა იყო, რომელიც ტონი ფერგიუსონთან გამართულ ბრძოლაში ვიხილეთ, ხოლო საუკეთესოდ ჟან ვეილის მიერ იონა ენჯეიჩეკთან გაფორმებული ნოკაუტი დასახელდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: რონალდუ? ბარსა საუკეთესოებისთვის ძალიან მიმზიდველი კლუბია
ლაპორტა: რონალდუ? ბარსა საუკეთესოებისთვის ძალიან მიმზიდველი კლუბია