საწყისი ორი დღის განრიგი ცნობილია - ვინ იქნება ტოჩინოშინის პირველი მეტოქე
Aa
Aa

საწყისი ორი დღის განრიგი ცნობილია - ვინ იქნება ტოჩინოშინის პირველი მეტოქე

10 ივლისს, „ნაგოია ბაშო“ დაიწყება და ქართველი სეკიტორის, ლევან გორგაძის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. ივლისის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს და პირველად დოჰიოზე ჰოკუტოფუჯის წინააღმდეგ გავა.

ლევანი ჰოკუტოფუჯის 11-ჯერ შეხვედრია და მასთან უარყოფითი ბალანსი აქვს. ქართველმა სუმოტორმა მეტოქის დამარცხება 5-ჯერ მოახერხა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 შერკინებიდან სამივე იაპონელი რიკიშის გამარჯვებით დასრულდა.

„ნაგოია ბაშოს“ მეორე დღეს, გორგაძის მეტოქე ასევე მე-7 მაეგაშირა, ოკინოუმი იქნება. მის წინააღმდეგ ლევანი დოჰიოზე 20-ჯერ გასულა და 11-ჯერ იმარჯვა. ბოლო 3 დაპირისპირებიდან ქართველმა სუმოტორმა სასურველ შედეგს 2-ჯერ მიაღწია და „ნაცუ ბაშოზე“ მას იორიკირის ილეთით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მაისის ბაშო 8 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულა. „ნაცუ ბაშოზე“ „ტოჩი“ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა გახლდათ, მომდევნო სუპერტურნირზე კი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა გინდა გცემ
„როცა გინდა გცემ" - თოფურიამ ბრაის მიჩელი გამოიწვია