ბათუმის დინამო
Aa
Aa

დინამო VS სლოვანი - მატჩამდე 1 კვირით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამო“ ბრატისლავის „სლოვანს“ სტუმრად 0:0 დაუზავდა, საპასუხო მატჩი კი 13 ივლისს ბათუმში გაიმართება და ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ხსენებულ ინფორმაციას ბათუმური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ამრიგად, ოთხშაბათს „ბათუმი არენაზე“ 20 ათას ქომაგს ვიხილავთ, რომლებიც გია გეგუჩაძის გუნდს დამატებით მუხტს შესძენენ და ეს ფაქტი „დინამოს“ წყვილში ფავორიტად აქცევს.

პირველი მატჩის შემდეგ

პირველ შეხვედრაში „დინამომ“ კაპიტანი მამუკა კობახიძე დაკარგა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და მოედანი ნაადრევად დატოვა. კობახიძე მეორე შეხვედრასაც დააკლდება.

მიუხედავად დანაკლისისა, გეგუჩაძის გუნდმა გამართულად ითამაშა და ბოლო წამამდე იბრძოდა.

შეხვედრის შემდეგ, „სლოვანის“ თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა აღნიშნა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ „დინამო“ მათზე უკეთეს კონდიციებში იმყოფებოდა.

„ვიცოდით, რომ ბათუმელები სწრაფები, ძლიერები და ტაქტიკურად კარგად მომზადებულები იქნებოდნენ. როდესაც ასეთ გუნდს უპირისპირდები, ბოძებული შანსები უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაამარცხებ. თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანია და დღეს „დინამო“ ამ კომპონენტში უკეთესი იყო.“

- აღნიშნა ვაისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: დინამო შინ ესტონურ პაიდესთან დამარცხდა
კონფერენს ლიგა: დინამო შინ ესტონურ პაიდესთან დამარცხდა